მთარგმნელი: ვახუშტ კოტეტიშვილი
|
მახედ ქცეული მაკავებენ შენი კავები, ნანადირევად რომ გავები, შენი კავები.
და მათი ჟინით კანკალებენ შენი კავები.
შენს მონას მკლავენ მაგ მკლავებით შენი კავები.
მუშკის ნიღაბით აღამებენ შენი კავები.
მართლაც კავ-ანკესს ნამგვანები შენი კავები.
მიკვირს თავს როგორ იკავებენ შენი კავები.
მაგ უკუნეთში მაკავებენ შენი კავები. |
















