|
უცხო ქალბატონო წარბი გამიხსენით ქარებს გავაყოლოთ სევდა იარები უცხო ქალბატონო სულში გამიდარეთ ცოდვა ამაცილეთ თქვენთან ზიარებით.
სარკმელს შემოამტვრევს მალე შემოდგომა იქნებ, გამითენოთ დილა გაზაფხულის ახლა აღარ მინდა ზამთრის მეგობრობა...
ზოგჯერ ტკივილი და ზოგჯერ სალაღობო ჩვენი სიყვარულის მზისდარ სიდიადით იქნებ, გავაჩეროთ ჩემო ქალბატონო...
და ცას გამოაყრის ტანზე ვარსკვლავები გულში ჩაიხედეთ ჩემო ქალბატონო სადაც დაგიტოვეთ სულის გასაღები...
ქარებს გავაყოლო სევდა იარები უცხო ქალბატონო სულში გამიდარეთ ცოდვა ამაცილეთ თქვენთან ზიარებით. |
















