მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 246 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

- "წუთში-წამი" კი არა და 

ყოფა - დროში გაჩერდა...

ამ ბოლო დროს უცნაური

ნიჰილიზმი დამჩემდა...


აქ სამყაროს ისევ ღვიძავს

დახუჭული თვალებით...

და გოლგოთას დედამიწა

მიაგორებს წვალებით...


ჟამი წლებში იფურცლება

ზღვა წვეთობით იცლება...

სოლომონის "მზისქვეშეთში

- არაფერი იცვლება"!..


ისევ ომის ჯარი იბრძვის

სისხლის წვიმის ქარებში...

რომ იმედის სხივი ჩაკლას

ბავშვის მზისფერ თვალებში!..


ეგვიპტეშიც ჰქონდათ უწინ

ქურუმების ყაიდა...

სარკოფაგში ცოცხლად ჩაფლეს

რადამეს და აიდა!..


ახლაც, "წმინდა" ბელადები

მოძალადეს ლოცავენ...

და უჩადრო მამაც ქალებს

ბუზებივით ხოცავენ!..


- ის, - იუდას ძველი ქისა

ისევ ვერცხლით ივსება...

ისევ ფულით იზომება

 სიწმინდე და ღირსება!..


- ჰო,... - მაგდანა ისევ ზიდავს

მის  "ლურჯათი" რძის ქილებს...

დონ-კიხოტიც ისევ ისე

ებრძვის ქარის წისქვილებს...


არც, დღეს უკვირს, ალბათ ვინმეს

ბაბაჯანას ქოშები...

მეტრო-მეტრო მათხოვარი

ცეროდენა ბოშები!..


ლუარსაბის "სიბრძნის" კალამს

დაშრეტია მელანი...

და მომავლის უცნობ გზაზე

კოჭლობს ტატოს "მერანი"!..


ანდა ახლა ვისღა ახსოვს

სულხან-საბას "თორანი"?!...

ჩემს მიწა-წყალს მტრედი ტოვებს

- ბუდეს იგებს ყორანი!..


ჟამი წლებში იფურცლება...

ზღვა-წვეთობით იცლება...

სოლომონის "მზისქვეშეთში"

- არაფერი იცვლება!..


აქ სამყაროს ისევ  ღვიძავს 

დახუჭული თვალებით...

და გოლგოთას დედამიწა

მიაგორებს წვალებით!..


"წუთში-წამი" კი არა და  

ყოფა - დროში გაჩერდა...

გამაღვიძეთ, ვინმემ, თორემ

ნიჰილიზმი დამჩემდა!..

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ