მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 138 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

დარაბებს შერჩა ვარდისფერი აპრილის მზერა...

და მოგონებებს აფეთქებულ კვირტთა სურნელი...

სადღაც, წლებს უკან მინავლული ბავშვობის კერა...

და ჩუმი სევდა... - მონატრება განუკურნელი...


შენი თვალების  უსასრულო... ზღვისებრი  სიღრმე....

და წამიერად შეგრძნობილი ცისებრი განცდა...

მთის კოკორივით გადაშლილი უმანკო სიყრმე...

ოცნების ფრთებით აღმაფრენის მწვერვალს, რომ გასცდა...


იქ, სად სიყვარულს უკვდავების შევთხოვდი ზიდილს...

სადაც ზეციდან უფსკრულამდე ძალზედ შორია...

პეპლების ფრთებით შევერკინე ცხოვრების ჭიდილს...

თუმც, დრომ  ნოემბრის ფოთოლივით გამიყოლია...


მერე დაიწყო შუქის კლება ჟამის ლამპრიდან...

და გაზაფხულის ალუბლებმაც დაკარგეს ფერი...

ზოგჯერ, - მცირედი რაღაც გვრჩება ჩვენი "ზღაპრიდან"...

და სულ ეს არის - ფიქრიც,  ნატვრაც, და ყველაფერი!..


დარაბებს შერჩა ვარდისფერი აპრილის  მზერა...

და მოგონებებს აფეთქებულ კვირტთა სურნელი...

სადღაც, წლებს უკან  მინავლული ბავშვობის კერა...

და ჩუმი სევდა... - მონატრება განუკურნელი...

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ