|
მინდა გითხრა, რომ ისევ ისე ათოვს აპრილებს... და ისევ ისე გაგიჟებით ყვავილობს ნუში... ჟამის წამზომშიც ისე მივსდევ დროის ნაპირებს... როგორც ცხვრის ფარას შერჩენილი ეული თუში...
და ფრთამოტეხილ ფუჭ ოცნებებს აცილებს ქარი... სადღაცას ახლაც პატრუქივით ქანაობს ობლად... ჩამომჭკნარ იმედს შეკიდული ლოდინის კარი...
- თან, რა ლამაზად მოფარფატებს ფანტელთა ფენა!.. მუნჯად შევყურებ თეთრ ზღაპარში გახვეულ ხეებს... და მეც ბავშვივით ფანტელივით მინდება ფრენა...
იქ, სადაც მოსჩანს ნატვრისფერი ოცნების მთები... თუმც, მეუფლება უცნაური, ნატკენი დაღლა... და მახსენდება, რომ ოდესღაც დავკარგე ფრთები...
რადგან დაეშვა წუთისოფლის გამყოფი ფარდა... და აღარ დამრჩა იმ წლებიდან სხვა არაფერი... მოგონებებში გაბნეული ნატვრების გარდა...
როგორც მზის სხივი ირეკლება პატარა რუში... მე კი კვლავ ვეტრფი იასამნის სევდისფერ რტოებს... და ჩამოთოვილ ნაზ აპრილებს ვიხუტებ გულში!.. |
















