|
ლილიებმა მოიფშვნიტეს რული... მაქმანებად შემოქარგეს დაბა... გაზაფხულმა მზით იჯერა გული... და მაჩუქა იისთვალა კაბა...
შემაგება ყვავილნარს და ლეანს... ჩემში თითქოს გააღვიძა ბავშვი... პეპლის ფრთებით ამადევნა ნიავს...
ერთხელ, ჩუმად შემოხვედი კლასში... უცებ, "თავზე" დამადექი მერხთან... სახე წითლად აგვეფაკლა მაშინ...
სუნთქვას ჰკრავდა ჩვენი გულის ფეთქვა... - "გიყვარვარო?"... - ჩამჩურჩულე ყურში... ვერ გავბედე, - შენთვის "კი" , რომ მეთქვა!.. |
















