|
ზღვის ნაპირთან იდუმალი იდგა ქალი... ტალღის სიო უწეწავდა ხშირ თმას ხვეულს... მის ტუჩებზე იღიმოდა ზეცის დარი... თვალებს სევდა უჩრდილავდა ღამეთეულს...
და გამჭოლად დაუარა დაღლილ სხეულს... ნატვრის გემი რახანია ნაპირს გასცდა... ფიქრად ოხვრა დაუტოვა იქ მდგარ ეულს...
მთელი გვერდი მოახია გულის რვეულს... -"მიყვარხარო"... - დაწერა და ქარს გადასცა... -"მიეციო" .. - სადაც ნახავ იმ ჩემს რჩეულს... |
















