|
დროის წიკწიკი ჩამესმის ყურში, წლები ქარს გაჰყვა, როგორც თოლია თითქოს ცხრამეტის ვიყავი გუშინ, დღეს კი იმ წლებთან ძალზე შორია...
ჩემი ოცნებაც თან გაჰყოლია... ის სიყმაწვილე დაბრუნდეს, იქნებ... სულში რჩებაო, გამიგონია...
ჭაღარას თმაზეც მოუთოვია. თითქოს ცხრამეტის ვიყავი გუშინ, დღეს კი იმ წლებთან ძალზე შორია!.. |
















