|
მე სულ გარეთ ვარ ქარის ოხვრა და წვალებაზე და ვამბობ: ღმერთო, შენ უშველე ყველა უბედურს, და ჩემი სული ავადმყოფი და ცვალებადი ეძებს დამალულ სიხალისეს და ალერსს დედურს.
ჩემთან ჩემივე ლანდის გარდა არავინ არი. ო, რამდენია უბედური ამ ქვეყანაზე, ო, რამდენია ნატეხები მზისა და ქარის.
სამსხვერპლოები განწირულთა სულებს ელიან; ინგრევა წმინდა იმედების თეთრი ტაძარი, ბერდება ჟამი და მიზანი აუხსნელია.
ფიქრი რად მოკვდა ქარიშხლიან სითამამეში? სული ცივია. სული მძიმე ვით შავი რკინა. ვარ ჩარჩენილი მე - გაუვალ შუაღამეში.
ღამის სიმაღლე ჩემი სულის ნაღველს ედრება. უბედურთათვის აქ ვლოცულობ ხელ აპყრობილი, მაგრამ ღმერთებმა არ ისმინეს ჩემი ვედრება. |
















