მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 31 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ფრიალო კლდეთა მძლავრო არწივო,

მეფე-არწივო ფრიალო კლდეთა: 

შენღა გიყივის სული უთვისო,

შენღა მოგელის ძლეული მძლეთა!


ჩამოსწყდი მწვერვალს მხრებშეკუმშული,

მკვეთრი შხუილით დაეშვი დაბლა;

ფრთები გაშალე მძლავრ-განიერი

და აღმიტაცე მაღლა, სულ მაღლა!


ვისაც ვემსხვერპლე, ვისაც შევსწირე

ჩემი სიცოცხლე და ჩემი ყრმობა,

მტრად გარდამექცა და ჩასაქოლად

დამიწყო დევნა, დამიწყო გმობა!


არვინ დამინდო, არვინ დამზოგა.

წაქცეულს გულზე გადამიარეს:

და მკერდ-ჩალეწილ ჩემს მძაფრ კივილზე 

ველურ სიშმაგით გადიხარხარეს!


და ეხლა სული შენღა გიყივის,

შენღა მოგელის მფლობელო კლდეთა;

დაეშვი დაბლა და აღმაფრინე

ღრუბელთა შორის დინჯად და მძლეთა!


მსურს ერთხელ კიდევ დავხედო მიწას, 

მივესაყვარლო ჩემს მკვლელ მოძმეთა,

რომელთაც მადლი მიქციეს მატლად,

რომელთაც უღვთოდ დამიწყეს ფლეთა!


მინდა დავხედო და ჩამოვძახო 

სიმღერა ჩემი - გასიკვირველად:

ხალხო, შენ მომკალ, მაგრამ სხვა სახით

მე ისევ მოვალ შენდა სახსნელად.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - გიორგი ქუჩიშვილი  • • •   გიორგი ქუჩიშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ