|
სტუმრების მოსვლამ მასპინძელი მწარედ დაღრიჯა, მაგრამ ლაზათი და ზრდილობა მას არ აკლდება. მშიერმა ძაღლმა ცხელ კეციდან მჭადი აჰგლიჯა, აგერ დედალი კვერცხს დასდებს და არაკრაკდება.
აქ სოლომონის, იქ ბეკინას მოსახლეობა. დახეულ ჩოხით მოდარბაზე აზნაურები, ქეიფი, ჩხუბი, თამაში და პირმოთნეობა.
სიმინდის ყანა, ტალახები, ჯუტი ჯარი, ცრუ მაჭანკლობა - ცხოვრებისგან უარყოფილი ხალხის ადთი, ჩვეულება და სოფლის ჭორი. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















