|
„არიქა, ყურშავ!“ უხმობს ფარულად ძაღლს ჩაძინებულს პატარა ბავშვი. აღმოაჩინა, რომ ეზოს თავში მეზობლის ღორი შემოპარულა.
უშვერს ზემოთკენ თითს დავალებით. გამოახილა ყურშამ თვალები და ვარდისფერი გამოყო ენა.
მაგრამ პატრონად ეპატარავა, - მისი ბრძანებით ზევით არ ავა, ისე აცქვიტა ყასიდად ყური. |
















