მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 282 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ეუბნებოდა თავის ლეკვს

მთაზე მდგომარე ძუ-მგელი:

„აი, შიშველი ფერდობი,

სადაც ვირბინეთ წუხელის.


მე მახსოვს, ძველად აქედან

დაღმართს ჩასდევდა ტყეები

იქამდე, სადაც მოსჩანან

პირველი მოსახლეები.


დავთარეშობდით, - სად იყვნენ

აქ ჩვენი დამნახავები?!

რამდენჯერ აგვიყვანია

იმ ღობეებთან კრავები!


შეღამდებოდა - გიყვარდეს

უშობლები და ზაქები!

მკერდს გვიღებავდა იმათი

წითელი სისხლის ლაქები.


მერე გაჩეხეს, გაკაფეს,

ტურფა ტყე გაატიალეს

და ბუნაგები ჩვენი მთლად

ცეცხლებად ააბრიალეს.


ორფეხა საშინელება

უძღომელი და ხარბია.

ვაგლახ, იმათი ბალღები

ჩვენს ნააკვნარზე დარბიან!“


პირი იბრუნეს: დილითვე

გადავლა სურდათ ქედისა.

ლეკვს გადაედო სიბრაზე

და აღშფოთება დედისა.


გარბოდნენ სერზე ძუნძულით

გამწყრალნი, გულნატკენები;

უკან ყურები წაეწყოთ,

წინ წამოეგდოთ ენები.


ხევებში ჰყრიდნენ ნაპერწკლებს

რისხვით მგზნებარე თვალები.

ნესტიან მიწას დაეტყო

იმათი ნატერფალები.


დაეტყო... ცაში დნებოდა

ბურუსი აორთქლებული.

მხეცებს კვალდაკვალ მისდევდა

კაცი თოფმომარჯვებული.


საღამოს ტურფად აჰყვავდა

შნო გლეხთა კარ - მიდამოსი.

ზეგანზე ეზოს დაშვენდა

ზურმუხტოვანი სამოსი.


ბეღლის წინ დაღლილ მოსახლეს

მუხლებზე ეწყო მკლავები...

ჩამავალ მზეზე შრებოდნენ

მარილმოყრილი ტყავები.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ