მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 275 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ასწევს ჭიქას ბროლივით

და იკვეხის ვარციხე:

„არა მყვანან ტოლები,

ძველთაძველი ვარ ციხე.


მე პატივი მეკუთვნის:

სხვას ვის ახსოვს ნეტავი

ბრწყინვალება გეგუთის

და ბაგრატის ზეთავი?!


ვით ფოთოლთა შრიალი,

ხსოვნაში მაქვს ფარული

ფაფანაკთა ფრიალი

და ცხენების თქარუნი.


აქ სისხლი და ღვინო ხომ

ფაშამ ბევრი დალია...

გაქცეულიც მინახავს

ოსმანა და ალია!


მოვრჩი წურვას მეფისთვის,

ჩარჩმაც თავი მანება;

ახლა სარჩო გლეხისთვის

როგორ დამენანება?!


ჩემი დიდი კასრები

შეჭედილი რკინითა

დაცლასაც ვერ ასწრებენ -

ივსებიან ღვინითა.


თვალუწვდენელ ვენახად

ვაკეს გადავეკარი.

მცველად სხვა ვინ მენახა -

მიდგას უკან ზეკარი?


წინ, ვით წყარო შვებისა,

მეტმასნება რიონი;

შორს დამდგარა მთებისა

თეთრი სინედრიონი...


ყველამ დიდხანს იცოცხლოს!..

ამ კამკამა ჭიქითა

გაუმარჯოს მიწაწყალს

ლიხს აქეთ და იქითა!“


ელავს ჭიქა ბროლივით

და იცინის ვარციხე:

„მეც მიგულეთ ტოლივით,

თუმცა ძველი ვარ ციხე“.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ