|
თავით ლაჟვარდი გაგირღვევია, გარინდებულხარ ზვიადად მდგარი, გებრძვის მუდამ და ვერ მოგრევია ათასწლოვანი წვიმა და ქარი.
გამბედაობის და სიქველისა; მტერს არ დაუთმე კუთხე ნათელი, მხარე მშობელი რუსთაველისა.
გადმოხვეწილი ბნელი ბრბოები იღებებოდა მეწამულ ფერით შენი კედლების ციცაბოები.
მარად ნარბევი, მუდამ გვემული, სამკვდრო საწოლზე რამდენჯერ მიწვა და კვლავ წამოდგა ძალმოცემული!
უპატიჟებელ სტუმრებს ჩვეული. მტკვარს გაატანე მომხდური ბევრი ბამბის ქსოვილით თავშეხვეული.
მაგრამ გაშავდი, მსგავსად თუჯისა, როცა დაეცა ტაო - კლარჯეთი და ციხეები არტანუჯისა...
ხარ ვალმოხდილი დიდიხანია, და ჩვენს ბრწყინვალე ჟამამდე თავი დაუნგრეველად მოგიტანია. |
















