|
თუ ღრუბელია და ნიავი უბერავს გრილი, მაშინ მას მუდამ იისფერი აცვია მანტო, წინ ჯიბეებში ხელჩაწყობით და თავდახრილი თავის განუყრელ მაგობართან სეირნობს მარტო.
ლაჟვარდ სივრცეში გაბნეულა სხივთა შაირი და წირვის შემდეგ, ქალებით რომ გაივსო ბაღი, ისიც იქ იყო - სულ სხვაგვარი, სულ სხვანაირი.
მალვით შევცქერი ყელ-მაღალს და სახე მხიარულს. თითქოს ჯეირანს აჯავრებდეს იგი სიარულს თითქოს ტანთ ეცვას კაბის ნაცვლად თეთრი ბურუსი.
მინდა მივიდე და მივუძღვნა ლურჯი იანი, მაგრამ გზას მიკვეთს ცისფერ თვალთა მზერა გვიანი... მე გავწითლდები, მას ნელი-ნელ გაეღიმება! |
















