მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 47 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მე ქანდარიდან დავყურებ სცენას,

ვით თუთიყუში, რგოლზე მთვლემარე,

ცეცხლი ედება ჩემს დამწვარ სმენას,

უვერტიურის ამოდის მთვარე.


მე არ მაოცებს პარტერი შავი,

რომ იკლაკნება ქვევით, სიღრმეში,

სწეწავს ოცნებას ერთი საკრავი

ავარდნილ ხმების სუსხიან ტყეში.


და ეს საკრავი წეროა ნაზი,

ისვრის ნისკარტით ბგერებს გარეულს,

რომ გააგიჟოს მთელი დარბაზი

და მისცეს იგი გზას სიზმარეულს.


თავისი კრება თითქოს სპირიტებს

აქ გაემართოს ორკესტრის ფსკერზე,

და პაგანინი გაიჯირითებს

მიზრაფიანი და მოალერსე.


თავის არიას გრგვინავს ფაუსტი,

მას ოქროსფერი უსმენს ქალწული.

მე ვალპურგიის ღამეს დავუცდი 

ამღერებული და ფერწასული.


რაღაც სურნელი მატირებს ლურჯად,

ვით მოგონება გამქრალ წეროზე,

და ორკესტრიღან ამოდის ურჩად

მაღალი ია მაღალ ღეროზე.


ვეხები ყვავილს სველ წამწამებით, 

მე რომ მეწვია ბნელ ქანდარაზე.

ჩემი ოცნებით, ჩემი წამებით

ვარ ნოვალისის მოასპარეზე. 


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვალერიან გაფრინდაშვილი  • • •   ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ