|
მე თვითონ მივხვდი, არა ვარ მარტო და ჩემში მღერის მთელი კოლხიდა, გაეხსნა მგსანს დღეს შარა ფართო და გამოვიდა თავის ქოხიდან.
მივყვები, ჩემ წინ ჰყვავის ორპირი, მზე სიცოცხლისა ვინც გაგვიშუქა, ყველა მისი ვართ დღეს ოქროპირი.
რომ აუღიათ კალამი ხელში, გულზე მომსკდარი პალიასტომი უნდათ გმოსთქვან ერთ დიდ სახელში.
ათასი გულის ფეთქვით შეკრული, თითქო ცის გახსნილ კარს მივუსწარი, გავხდი მგოსანი მათი ერთგული.
ბგდნიერება ხელს არ აგვაღებს, რაზედაც გული მუდამ მღეროდა, ეზოში. ვხედავთ ციტრუსის ბაღებს.
მწვანე წალკოტში ჩვენ ვართ ჩაფლული, წავიდა შავი ზამთარის დილა და სამუდამო დგას გაზაფხული.
მინდა გულის ხმით ერთად მოგმართოთ, თქვენ გრძნობის მორევს რა ლექსი აწევს, თუმცა ორპირის გული მაქვს ფართო.
კრემლში პატაკით როცა წარსდგება, ვგრძნობ ჩემი მიწის მე მტკიცე ნაბიჯს, ამ ფიქრისაა ის განაღდება...
ლაფში ჩაფლული ჩვენი სოფელი, სიღატაკე რომ მოიგერიოს, ნახოს ცხოვრება ცხოველმყოფელი.
როგორ ამაყად გაიყურება! როგორც შავი ზღვის სავსე ღრუბელი, მადლობის გრძნობით დაიწურება.
ათასხმიანი მაღალი ვაშა ფარავს მოედანს, დროშებად გაშლილს, ზღვად მოვარდნილი ხალხი ერთბაშად.
და დაეუფლა ძველ ოქროს ზოდებს, და გამოსული საწყალ ქოხიდან ამ ხმას პოეტი მთელ ხალხში მოსდებს.
კოლმეურნეთა ნახირს მოდენის, ბედნიერებამ თვალში შეხედა, მათ საერთო აქვთ შრომის ორდენი.
დაჯილდოებულ მკერდს დაუსველებს და სიხარულის ცრემლის კურცხალი დაეპკურება ნარინჯის ველებს.
ბედნიერების მოკავშირენი, საერთო არის დღეს აღტაცება, როცა იმარჯვებს კომკავშირელი.
და არგონავტთა მეკობრის აფრებს განახლებული კოლხიდის მხარე წინ დაახვედრებს კავკასის ალპებს.
ისმის გამწევი "ხასანბეგური“ და დაგუბებულ აქ "ჩელას“ მოთქმას შეცვლის ახალი "ფაცხა მეგრული". წარსული არის აქ "ჩელას“ მოთქმა, "ფაცხა მეგრული“ წარსული არი. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















