მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 150 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

1

ორპირის ცხელი მზიანი დღეა,

ატმის და ბიის ყვავილთა ზვირთებს

მზე ისე აპობს, რომ ყველა ხეებს

უნდა ერთბაშად მოსცილდნენ კვირტებს.


ეხმარებიან ჩიტები სოფელს,

ხმა შეწყობილი გაისმის მარში,

ისე მაგარი გულით მღერიან,

თითქო მაისი შეუდგათ მხარში.


დაძაგრულია მიწა ყამირი:

მზად არის მოსკდეს, ზვავად იშხუვლოს,

არ მეეჭვება არც ერთი წამი,

მიწა რომ თესვის გაზეთს კითხულობს.


და ისმის ერთი ხმა და გუგუნი

ამ ორპირიდან ჭალადიდამდე,

ასე მგონია, მთა რომ წაიქცეს,

შეუდგებიან, მხრებით ზიდავენ.


მთები კი სდგანან მედიდურობით,

ყინული ფარავს არსიანის ქედს,

თითქო წუთს უცდის ზვავათ დაეშვას

და ნიაღვარის ქაფათ მოასკდეს.


არ ვიცი, წინათ ეს რას ნიშნავდა,

რომ იმღეროდნენ სულ ჩარირამას,

ამას კი ვხედავ, გადაქცეულა

დღეს იმერეთი ჩაი და რამათ...

 

2

 

ვწევარ ორპირში... ბავში სიცხეში, 

და უმღერიან წითელ ბატონებს. 

ვარდი და ია მოუსხამს ჩონგურს, 

დედის ცრემლები სიმებს ათრთოლებს.


თავზე მადგანან ძმები და დები, 

ვეღარ მალავენ გულში სიხარბეს, 

იმდენს პირდება დედა ბატონებს 

ძღვენს და საჩუქარს - რაგინდ არაფერს.


დადგა და დადგა ვაშლების ზვინი, 

მოაქვთ და მოაქვთ მეზობლებს ხილი. 

ალუჩა, ბალი, მარწყვი და ხენდრო: 

შაქრის ყინული გადაგრეხილი.


გახვეული ვარ თავით ფოჩვებში, 

ვარდის გამოხდილ წვიმაში ვსცურავ; 

ეს საბანია-ასე ლამაზი -

თუ ანგელოსის ფრთები მახურავს?


ებრძოდა ქარი ჭალადიდიდან 

აბრიალებულ ატმების ტოტებს, 

გადაულოცეს, როცა ბატონებს 

დიდი მადლობით, რომ შემიცოდეს.


არ დავფიქრდები არც ერთი წამი, 

ისე ჩავიცემ მე გულში დანას, 

თუ ამ სინაზის და ჟრუანტელის 

ერთხელ მიმღერებ ბავშვობის ნანას.


ამხანაგო და ძმაო მკითხველო, 

რომ ჩემი უფრო გსურდეს მოსმენა 

ჩემი ლექსების - მე აღარა მწამს, 

მაშ იქონიე, ცოტა მოთმენა...


მჯერა, გულშიაც გამკრავს წელკავი 

და ლექსი თვითონ ამოდუღდება. 

ხბო რომ აწვალებს რძე გამშრალ ძროხას, 

პოეტს და მკითხველს ეს არ უხდება!..

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ტიციან ტაბიძე  • • •   ტიციან ტაბიძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ