მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 501 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ვინ მკითხულობს? ვინ დამეძებს? ვის ვუყვარვარ მე?

აცრემლებულ თვალთ ვაცეცებ, მოდი, ხმა გამე!

ირგვლივ ცივა... სისხლიანი ღამეა, ღამე,

გული მტკივა, სანუგეშო მითხარი რამე!


მე მარტო ვარ, მარტო ვმღერი.... ყრუა სოფელი,

ვის ვუთხრა, ვის განვუმარტო სევდა-ნაღველი.

არვინ მყავდა, არავინ მყავს, არავის ველი, -

საიდუმლო მეგობარო, მომეცი ხელი!


მსურს გავფრინდე, მაგრამ საით, რომელ მხარეში?

სად არის, რომ არ გმინავენ სიმწუხარეში?

ყველგან ბრძოლა, ყველგან სისხლი, რბევა-თარეში,

უღვთოდ ვკვდები ამ ცხოვრების ბნელ სამარეში!


შენ-კი იცი, ალბათ იცი, მე რაც მიყვარდა,

მაგრამ იგი სასოება ხელთ გამივარდა,

დუხჭირ ბედმა სიჭაბუკე არ გამივარდა,

სიყვარული, სიხარული უფსკრულს მიჰბარდა!


რას მკითხულობ, ეგებ რამე დაგრჩა სადაო?

გაგისწორდე, რა მაქვს, ძმაო, თუ ჩემო დაო?

ციურ სმენას, აღმაფრენას, ოფლადა ვწვავო, -

პოეტისგან რას მოელი?.. ვაჰ, ჩემო თავო!..


მოგენატრე? - მე არ მახსოვს, თუ ვის ვუყვარდი,

მე მიცნობდა მხოლოდ ერთი ჭმუნვა და დარდი,

ტანჯვა იყო ჩემი მოძმე, ია და ვარდი

და მიყვარდა მხოლოდ წინსვლა, ბრძოლა-ნავარდი.


ვინ ხარ, ვინა? არ გაქვს ბინა, ჩემებრ ღონდები?

თუ ასეა, უეჭველად მოგაგონდები.

დაჩაგრულთა მომღერალი, ჩანგს რად ვშორდები? -

მომითმინე, - ჯერ ცხოვრებას გავუსწორდები!


მე მანდ არ ვარ... თუ გიყვარვარ, ვის გიყვარვარ მე?

ცოცხალი ვარ, არ მომკვდარვარ, მოდი, ხმა გამე!

ირგვლივ ცივა, სისხლიანი ღამეა, ღამე,

გული მტკივა, სანუგეშო მითხარი რამე!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ