მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 206 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

საღამოა. სიო ნელი მღერს სიმღერას იდუმალსა,

ძილს ეძლევა მინდორ - ველი და სოფელიც ხუჭავს თვალსა,

მწუხრად კვნესის მწუხრის ზარი, სადღაც მწირის ლოცვა დნება,

ცით ამური ტანჯულ მიწას ტრფობის ზღაპარს ეუბნება.


ახლად ფოთლილ ცაცხვის ძირში, სად სიჩუმეს განაბულსა,

შუქს ესვრიან მზის ყვავილნი მარგალიტით დანამულსა,

სავსე ციურ მშვენებითა, მხრებზე გიშრის თმა - ნაშალი,

ტყის უფსკრულით გამოჭრილი, წევს მწვანეზე ტურფა ქალი.


სდუმს ყოველი. ისმის მხოლოდ ბულბულისა სტვენა ტკბილი,

სძინავს ტყის - ქალს და სახეზე დათამაშებს ცის ღიმილი,

თითქოს ღელავს ბროლის მკერდი, შუქი მისი ისე კრთება,

დასცქერს მთვარე და იდუმალ სიყვარულით იწვის, დნება!..


აგერ, ვიღაც იმ ცაცხვისკენ მიდის ჩუმად, ფეხ-აკრეფით,

ესწრაფება სატრფოს ნახვას და საბრალო ტოკავს შვებით,

მიაღწია... ტყის ასული საყვარელი მას ეგონა,

დაიხარა და უსიტყვოდ ფიქალ მკერდზე დაეკონა.


შეკრთა ქალი; მაგრამ უცბად იგრძნო რაღაც ვნება ტკბილი,

ბაგე ისევ გაუწოდა, მოეხვია მკლავ-გაშლილი,

ყელით ყელსა გადაეჭდო, წუთით სუნთქვა გაიყინა,

და, თრთოლაში ნეტარების, საუკუნოდ დაიძინა.


ადგა ვაჟი... დააცქერდა და რა სატრფო ჰპოვა მკვდარი,

თმა - წვერს ეცა, დაიგრიხა მწუხარებით განამწარი,

და, ტრფიალის დასაწევად გულს ჩაიცა მან ხანჯალი...

ღამე სდუმდა. ქარს მიჰქონდა სიყვარულის სამართალი!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ