მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 126 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

სიკვდიმდე შეფიცულო,

ჩემო ძველო ხალათო,

განუყრელო, ერთგულო,

უნდა შეგეკამათო:


თავს როგორ გრძნობ, როგორ ხარ

ამ სიძვირის ჟამათო,

შეგწევს ძალა თუ არა,

მაამო და გამართო?


თუმც სიყვითლე დაგეტყო

და სიბერე გეწვია,

იარები დაგაჩნდა,

კანი ჩამოგბეწვია, -


მით რა მოხდა, რა წახდა,

მე შენ გენაცვალები?

ათასი ირიბი გაქვს

და ათასი თვალები!


შენ თუმც ძმობა მიყავი,

მეც სიკეთე გარგუნე:

ასჯერ დაგაგვირისტე,

ათჯერ გადაგაბრუნე,


და დღეს ისე ტურფა ხარ,

ჩაცმა ისე გიხდება,

რომ ყოველ შერხევაზე

ტანი შიშით მიკრთება.


შენ განა სხვისას გავხარ?

აბა რა სათქმელია:

უჰაერო ხალათი

სულის ამომხდელია.


შენში კი ისე დაჰქრის

ყველა კუთხის ქარები,

რომ ამ სიცხე - ალმურში

ცეკვით დავიარები.


იცი? ნაცნობ - უცნობი

დამხრჩვალია შურითა,

როცა მე შენ გატარებ

ასე შარი - შურითა.


და ხშირ-ხშირად მკითხავენ 

- „ბიჭო რა გაცვიაო,

მგოსნობა დ მწერლობა

აბა სად გატყვიაო?“


თითქოს ყველა მდიდარი

იყოს პატიოსანი,

გარეგნობა - დიდება

და ხალათი - მგოსანი!


ეჰ, ძმავ, ამ სულელ ხალხსა

რა უნდა ვეკამათო?

ისევ შენ და ისევ შენ

ჩემო ტურფა ხალათო!


თუმც დაგვიცვდა შარვალი,

მსგავსი სულის სწორისა,

ევგენის ნაჩუქარი,

მეფე შარვალთ შორისა,


არა უშავს! გარშემო

გაახილე თვალები:

განა ცოტა დადიან

ტიტლიკანა ქალები?


ჩვენც თუმც კანი დაგვეწვა,

გული ხომ არ დაგვწვია?

თანაც სჯობს თუ სიცხეში

ფარღალალათ გაცვია.


ჯერ კიდევ წუთისოფლის

ადათს ბევრსა მიხვდებით,

და უკეთაც ვიმღერებთ,

როცა მთლად გავშიშვლდებით.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ