მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 63 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მარტო ვიჯექ ჩემს ფაცხაში,

მარტო კვნესდა ჩემი გული,

უმწეო და უნუგეშო,

მწუხარებით დადაგული;


ამ დროს უცხო, შორეული,

ჩემებრ კრული და ობოლი,

ცრემლთა ფრქვევით, მოთქმა წყევით

აჟღურტულდა მარჭიხოლი;


შევკრთი, სული შემიღონდა,

ცუდათ ვიგრძენ ეს სტუმარი,

და ცახცახით, კანკალითა

გამოვაღე ფაცხის კარი.


ჩიტი ისევ ბანზე იჯდა,

ისევ მწარედ ჭიკჭიკობდა,

თითქოს ჩემსა უბედობას

ისიც სწუხდა, ისიც გრძნობდა.


შევეკითხე: - ჩიტუნიავ,

უდროო დროს აქ რა გინდა?

საიდან ხარ მოფრენილი?

მწუხარებით რამ დაგბინდა?


ჩემი გმირი არ გინახავს,

ჩემი ტურფა ყოროფილი?

მასზე ფიქრი გულს მილახვრავს,

აღარ მოსდის თვალსა ძილი!


"ვნახე, ვნახე! ვით აფთარი

მტერს ებრძოდა, მტერს კაფავდა,

მაგრამ შენზე ფერ-წამხდარი

ჩონჩხად ქცეულ აჩრდილს ჰგავდა".


- ჩიტუნიავ! სხვას ვის ჰგლოვდა,

სხვა ვინ იყო მისი სევდა?

" - მამა დამბლა დაცემული,

და, და უპატრონო დედა!"


- ჩიტუნიავ, ამათ გარდა

არვის სტირდა, არვის ჰგლოვდა?

" - ცირას სახელს ახსენებდა

და თვალთაგან ცრემლი სთოვდა.


- ჩიტუნიავ, რა გიამბო,

ან ვისთან რა დაგაბარა!

" - დაბარება სად შეეძლო,

მტერმა შუბით გადახარა,


მხოლოდ ერთი კი მოასწრო:

ცირას უთხარ, გათხოვდესო,

და უწმეოდ დაკარგული

შენი ჯაგუ გახსოვდესო."


ესა სთქვა და ძირს დაეცა

შორეული მოციქული,

და მის შემდეგ მწარედ მოსთქვამს,

მწარედ სტირის ცირას გული!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ