|
იმღერე, მუზავ, გევედრები, კიდევ იმღერე ჩემის ბედის და უბედობის საგალობელი, ამ წუთისოფლად ერთი მყავხარ შენ მწყალობელი.- შენ ჩემს სევდაში დაიბადე და დაიფერე.
მხოლოდ გვეჭირა სინათლისკენ გზა სისწორისა, გულს გვიმხნევებდა ხმა-მედგარი ჩანგი ბრძოლისა და მხნე ლექსებით, მამაც რწმენით მარად ვიბრძოდით!
თითქოს მეტია ამ ცრუ სოფლად რაც გამიძლია, ისე ვარ ახლა უნუგეშო, სასომიხდილი;
იმღერე რამე!.. აღსასრულის გამომსახველი. ჟანგიან ცელით მიკაკუნებს კარზე სიკვდილი! |
















