|
რწმენის ტაძარში კანდელი ბრწყინავს, ნაზათ პარპალებს წმინდა სანთელი, კვნესა მიწისა ცისკენ მიფრინავს, სივრცეში დნება გალობა ნელი.
სიჩუმეს მიაქვს ხმა ქურუმისა, მზესთან საუბრობს ფიქრი კეთილი და სასოება ობოლ სულისა.
სამოთხის უფალს კვნესით დასჩივის, და ფრთა - შესხმული ზეშთაგონება დაბინდულ ჟამთა სიმში გაჰკივის.
ურვა სოფლისა ნათელში ჰქრება; შორს... შორს ინთქება სურნელათ მდნარი საუკუნეთა უტყვი ვედრება...
შემოკრბით - აღთქმის დარეკეთ ზარი, წუთით მოუხმეთ სულის სიამეს, მაღლა აღმართეთ რწმენის ლამპარი,
სხივით შემოსეთ პირველ ცისკარზე... - დე ძმობის გრძნობამ მადლით წარხოცოს, სისხლი შემხმარი წამების ჯვარზე!
წამით მოიცვა ირგვლივ ყოველი; ფრთები შესწურა ლტოლვილ ოცნებამ და ახმაურდა სევდა - ნაღველი.
იწვის უმანკო, ნეტარ ღიმითა, და კრძალვით შესცქერს ჯვარცმულის თვალებს, შუბლზე ეფრქვევა ნელ ციმციმითა.
დაჰყურებს იგი ცოდვილ მიწასა! ლოცვის სიტყვები სცვივა ბაგითა, და უკვდავებით ავსებს თვით ცასა!..
ტყვევნილ სულისა იმსხვრევა ხუნდი; მიწის ოცნება ცას შეღაღადებს და ტკბილათ ჰგალობს ქერუბიმთ გუნდი...
გაჰფანტეთ ურვა სულისა - ბნელი, ჭეშმარიტების ჰპოვეთ კვარცხლბეკი, ჰპოვეთ სრულ - ყოფა, შუქის მფრქვეველი.
ჰანგი ძლევის: დაამღერეთ ქნარზე... - დე, ახალ აღთქმის მცნებამ წარხოცოს სისხლი შემხმარი წამების ჯვარზე! |
















