|
ვერცხლისამც თასად მაქცია, რომ ღვინით აგევსებოდე, დაფერილი მქნა წითლადა, შევსვამდე, შაგერგებოდე! ანა მქნა ვერცხლის სათითე, რომ ხელზე ჩაგეგებოდე, ან შენი ნამგლის ყანა მქნა, რომ ფეხზე მაგეჭრებოდე! ან შენი ქოჩრის ბეწვი მქნა, რომ ნემსზედ აგეგებოდე; ან შენი წარბის ფერფლი მქნა, წამწამზე დაგეგებოდე! ანამც მქნა ვარდი - ყვავილი, ცხვირპირზე დაგეყრებოდე, ან ვიყო მოვის პერანგი, ზედ გულზე დაგედნებოდე! ან შენი ნანდაური მქნა, გულს ჯავრად ჩაგეჭრებოდე, ანამც ძმა ვიყო მოწილე - ცოცხალს არ გაგეყრებოდე!
* * * * * * *
ვერცხლის თასადამც მაქცია, რო ღვინით აგევსებოდი, დაფერილი მქნა წითლადა, შამსვამდი, შაგერგებოდი. ანა მქნა ვერცხლის სათითე, რო ხელზე ჩაგედებოდი; ანა მქნა ოქროს ბურთვაი, კალთაში ჩაგეშლებოდი; ან ვერცხლის ფულად მაქცია, ჯიბეში ჩაგეყრებოდი! ან შენი ნამგლის ყანა მქნა, რო ფხაზე შაგეჭრებოდი; ანა მქნა ვარდი ყოილი, რო პირზე დაგეყრებოდი; ანა მქნა მოის პერანგი, რო გულზე დაგადნებოდი! ან შენი ძმა მქნა მოწილე, აროდის გაგეყრებოდი; ან შენი ნანდაური მქნა, გულს ჯავრად ჩაგეჭრებოდი! ძალიან დაწუხებული გზაზედამც შაგეყრებოდი! |
















