|
ციდან ნარნარით ძირს დაეშვა ფერთა სინაზე, და მწუხრის ჩრდილი აქვითინდა ფანჯრის მინაზე.
და მიმალული დღის სინათლე მოკვდა ფარდებში.
და შიგ საღამო შეუმჩნევლად შემოიპარა.
და მეც ფიქრები შემემოსა მჭკნარი გვირილით.
ჰგავდა საღამოს შენი სახე გაფითრებული.
და შენს ხელებზე დავასვენე ჩემი თვალები.
შენი თითების სურნელება არ დამანება.
ჩრდილმა დაჰბურა ჩემი სულის უსხივო თაღი.
და ჩემი ლანდი აქვითინდა ფანჯრის მინაზე. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















