მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 45 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ტანჯვის ქსელში გამოხვეულს მომელანდება

სიყრმის დღეთა მოციმციმე უცხო ჩვენება.

და ფიქრებში ყვავილები გაიფანტება:

სულს იტაცებს სხივად-შლილი, ნაზი მშვენება...


მე შევქმენი შორეული ყოფნის დიდება,

და ავანთე გულში სხივი ჩაუქრობელი...

და მიკვირს დღეს - სულის წიაღს რათ ეკიდება

სევდის ალი-უცხო ფიქრი შეუცნობელი?!.


ხომ ვამბობდი: უკვდავებას დავედარები,

რწმენის ალამს ცის ტატნობზე ავაელვარებ, -

და. დღეს აგრე ვინ დამიხშო შვების კარები?

გაორებულ სულის კვნესით რისთვის ვმღელვარებ?..


ხშირად მოდის იგი ჩემთან... შავის თვალებით

ამოუხსნელ კითხვებს მაძლევს და თვით მდუმარებს,

გარემოცულს პირდაღებულ, ბნელ ნაპრალებით,

ჩემს მეორე მე-ს იდუმალ სიტყვებს უბარებს!..


როცა წავა, ბნელი რიდე ჩამოეშვება,

და დავრჩები წამების და ტანჯვის ამარა...

ირგვლივ ზღუდე გარდუალი ამოივსება...

უდაბნოა მიწის ბურთი და ცის კამარა!


სასაფლაოს ცივ ლოდებთან ავქვითინდები,

ყრუ სივრცეში დაინთქება კვნესა სულისა;

უგზო-უკვლოდ ბნელ წყვდიადში გადავფრინდები,

და გაჰქრება მოჩვენება ბედით კრულისა!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ