|
რა ხანია წიწამურთან ხალხის რისხვა ქუხს, რა ხანია წიწამურზე წმინდა ცრემლი წვიმს... შენს ხსოვნასთან, შენს სახელთან ხალხი იყრის მუხლს და მოწვეთავს გულით სისხლი იმ წვეთების წილ...
გულს ტკივილი ფლეთს, შენს მიწაზე ეზიარე მოწამებრივ ბედს... თურმე ჩვენს წინ უმეცარი უმიზნებდა შუბს ქართვლის ბედზე დაფიქრებულ უსპეტაკეს შუბლს.
მიჰქრის ათას საფიქრალად დარახტული დრო. მაგრამ დღეთა წარმავლობას ის ტკივილი სძლევს, ზედ რომ ტყვია დაახალეს საქართველოს გონს ასი რაა! - დააჩნდება ათასეულ წლებს...
იქ, სად გაცვეს ჯვარს, მიწას ისე ემძიმება, მიწაც ისე წუხს, გაზაფხული რომ მოდენის ყვავილების ჯარს, ნატყვიარი ამჩნევია ყაყაჩოთა გულს...
იმ უღმერთო წამს... მაგრამ ისევ წამოდექი, უტოლდები მთას. უკვდავების შარავანდედს განა ვინ ჰყოფს ხელს! კვლავ შრიალებს შენი აზრის კვირტმრავალი ხე.
და სიმხნევეს გვგვრის, კვლავ მოუხმობს შენი ნება ოთარაანთ ქვრივს. არა, კი არ გვეჩვენება - ეს შენი ხმა ჟღერს, კვლავ ავალებ ქართვლის დედას მოსავლელად ერს.
დაბადების დღეს. ეგ სახელი, მშვენიერი კვლავ მქუხარედ ჟღერს, კვლავ ასრულებ მაღალ ნებას, არ გვანებებ რულს და მიუძღვი უკვდავებად საქართველოს სულს. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















