მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 33 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

დავთმობ ქეეყნის დიდებასა,

ჩამოვივლი კარდაკარად,

ყოველ დილით შენ სახლის ნინ

ხელს მოვიშვერ, მათხოვარად.


შენ ხარ უკვდავების ვარდი,

შენი სუნისთვისა ვკვდები,

პეპელად გადავიქცევი,

საცა იყო - მოვფრინდები.


შავ სამარეს ჩამასვენე,

თუკი ბოლოს ჩემი არ ხარ.

თითონ გამჩენს გეფიცები,

წმინდა დროშას, რო მიყვარხარ,


შენთვის კალამს არ დავაგდებ,

ცრემლითა ვწერ, შენთვის ვტირი,

მე იმდენ ლექსს დავწერ შენზე,

მთლად მოვფინო მიწის პირი.


მეეზოვედ გადვიქცევი,

ხელთ დავიჭერ ცოცხის კონას,

ყოველი დღე კარს გიგვიდე,

მნახულობდე, როგორც მონას.


მაღლა ცაში გავფრინდები

და იქიდან ვითხოვ შველას,

მთელ ქვეყანას დავუყვირებ, 

შავაბრალებ თავსა ყველას.


ღმერთმა მისთვის გაგაჩინა,

რო შეიქმნე კაცის მკვლელად?

ფრინველებს წერილს გავატან

გამჩენელთან საჩივლელად.


რად გამიცან სულ პირველად,

რისთვის მომე მტკიცე ხელი?

მიღალატე, გახდი სხვისა,

რად შაიქენ გამყიდველი?


რად ივიწყე შენი ფიცი,

რაზედ გახდი ჩემი მტერი?

ორი წელი გემსახურე,

ბოლოს თავი რად მომჭერი?


მე შენს მეტი არვინ მინდა,

იცან ღმერთი, შემიბრალე;

სანამ ქვეყნად ვიარები,

იეთიმ-გურჯი გენაცვალე! 

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იეთიმ გურჯი  • • •   იეთიმ გურჯის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ