მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 179 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

1

 

ბევრია, ქართლო, შენს ძველ მიწაზე

ნატაძრევი და ნასახლარები;

ბევრია კოშკი დუღაბდასხმული

და ძველებური სახლი ღარიბი...


მაგრამ ის მიყვარს, - ალიზის ქოხი,

ვით სატურფალი შენი ბუნება;

ლიახვის შხაპი, ზვირთი მტკვარისა,

არწივის ბუდეს ეშხაპუნება...


მისი დიდებით ბრწყინავენ მთები,

თითქოს აყრიათ დედის ჭაღარა;

აღარ ჩანს დედა თავდახურული…

რამდენი კოკა ცრემლი დაღვარა…


მაგრამ ეზოში ჰყვავის ყვავილი,

ეზოს ქვებს ახსოვთ ბავშვის თამაში,

ვინც ამ კერაზე ვაჟკაცდებოდა

გმირად - ძველს ქართულ იავნანაში.


რა ძალა იყო, რომ გამოჰკვეთა,

რა ნაჭედობამ დააფოლადა, -

აბმულ დროშიდან ღიმით მზირალი

მილიონ გულის ასათრთოლადა!

 

2

 

ქოხო ქართლურო, ალიზიანო,

შენ ვერ დაგარყევს ჟამთა გრიალი.

შენი საძირე და საძირკველი

ჩემი სამშობლოს სიმაგრე არი!

 

3

 

აქ დაგანძულა ყრმის მოგონება

და ჩვენი გულის ტკბილი საძგერი,

პირველი დილის დაბრწყინვალება

ამ სარკმელიდან მას აქვს ნაცქერი...


ამ აივნიდან დაუნახია

ძველი ნანგრევი ჩამორღვეული,

მთა, მიმჯაჭველი ამირანისა,

ცრემლის ნისლებით გარმოხვეული...


პირველი კვნესა აქ შესმენია

და გაზაფხულის ღელვატეხილი...

ჭრელ აბგას დედა აქ უკერავდა,

როდესაც ფურცელს ჰყრიდა ხეხილი...


ბავშვს მელნად ჰქონდა ყაყაჩოს წვენი

და წიგნად - ხალხის გული მაგარი;

ჩონგურულ ხმებში ეწვეთებოდა

დიდი გმირების ნაჭირმაგარი.


"შავი კლდის თავზე ჰკიდია

ვაჟის ჯურღაის ფარიო,

მოუვლის ბრძოლის წადილი,

ხანდისხან შესძრავს ქარიო!"

 

4

 

ხალხის წადილს და გმირების წყურვილს

ასისხლხორცებდა ბავშვის ოცნება;

აქ ფრთას ისხამდა ის ქარიშხალი

ახლა მსოფლიოს რომ ეტყორცნება!


მზე ამ ქოხიდან ამოგვივიდა -

დამშუქებელი ხალხის გულისა;

აქ აელვარდა ცხელი ფოლადი -

სიმაგრე ჩვენი, თვითეულისა.


ხელდროშიანებს, აზვირთებულებს,

გული ამ ცეცხლით გვიხურებია;

ჩამოთოვლილი მუხლამდე მთები

ზვიადად მისთვის იყურებიან...


აქ, ლიახვი რომ მტკვარს ეტმასნება

და ატმის შუქში დილა რხეულა, -

ცქრიალა ყმა და მამა ხალხისა

ყელგადაჭდობით გადახვეულან...


და ქოხში, სადაც ოქროსხმიანი

ჭონას მღეროდა, ვით ორფეოსი, -

ბრწყინავს სიწმინდე მრავალ ხალხისა,

დიდება ახალ საქართველოსი...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გიორგი ლეონიძე  • • •   გიორგი ლეონიძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ