|
აღარც ღმერთი მწამს, აღარც სამყარო, აღარც მსოფლიო მხიარულება, ვერა ექიმი ვეღარ მომარჩენს, რაც კი მე მტანჯავს ერთი წყლულება,
მომცენ, სუყველა გამიზიარონ, ჩემსა წამალსა ვერვინ იშოვის, მთელი ქვეყანა შემოიარონ.
ჩემი ყვირილი ადის ცაშია, მისი ჩაქრობა არ შეიძლება, თუგინდ ჩამაგდონ შუა ზღვაშია.
ვინც მე გამხვია ცეცხლის ალშია, მე ის მომარჩენს, ანდა დამმარხავს, ან გადამაგდებს ცოცხლივ წყალშია.
ჩემი ექიმი - მისივე ენა, იეთიმ-გურჯს წამლად მისი თვალები და მეღირსება მაშინ მორჩენა. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















