|
ჩვენი ტურფა საქართველო სიმღერებით მინდა ვკვებო, ყველა ლხინში და მეჯლისში - თქვენ დაგეძებთ, მეგობრებო!
და ვამჟღავნო სანაქებო, ვინც ლირსია, ვალამაზო, უვარგისი შავად ვღებო.
სიმღერებს არ დავაკლებო, კმარა ამ სოფლად სტუმრობა, მოისვენე ჩემო ძვლებო.
ეხლა დაუკარით სხვებო. ვინც მე მიყვარს სამარემდის, მას თავი არ დავანებო. რა დღიდანაც შევიყვარე, გულს მაკრია, როგორც წებო.
არ იფიქროთ, სხვა ვეძებო, თქვენ გიმღერით იეთიმ-გურჯი, თქვენ გიმღერით, მეგობრებო! |
| პოეზიის გვერდი • • • |
















