|
სალამი მუშათა კლუბსა, ცხოვრების სარკეს სცენასა, სალამი ამხანაგებსა და დასწრებულსა ყველასა, მუშა მგოსანი მიმიღეთ, არვინ მოხვიდეთ წყენასა, ოცდარვა წელი შესრულდა, ხალხს უგალობებ ენასა.
სადაც მირწიეს აკვანი, რომელი ენაც მაცხოვრებს, მისთვის მიცია თაყვანი. წამება ბევრი მინახავს, ტყვეობა, ციხე, საკანი, მხოლოდ მე შემრჩა ორი რამ კალამი - ღვინის სტაქანი.
სჭირდება ბევრი რვეული, ნიკოლოზისა ხელშია, სულ ვიყავ გამომწყვდეული, მუშები მყავდნენ მფარველად, როს ვიყავ გამოქცეული, არ მოვკვდი, კიდეც მოვესწარ, რწმენასა ვიყავ ჩვეული.
მეფე დავამხეთ წყეული, ორთავ არწივის სამეფო, ხო, ვნახე ჩამონგრეული, მისი ფლაგები ხო, ვნახე, სუყველგან ჩამოხეული, სიხარულისგან დავდივარ, ჭკვაზე შეშლილი, ეული.
ჩემგან თუ რამე სწყენია, დღესაც კი მტკივა წყლულები, ვისაც რომ ჩემთვის კბენია, მხოლოდ კი ჩემსა ენასა, სწორე გზა ჩაუდენია, რევოლუციის დარაჯად, შვილები გაუფრენია.
არ მინდა სხვაგან მაგრება, მე რაც მიყვარდა, ის მიყვარს, დღესაც კი მას ელოდება, სირცხვილი შვილსა წითელსა, იცოდეს ტირილ-გოდება.
ბოლოს არ მიმიკარეთა, წითელი ბაღის შვილი ვარ, დავდივარ ღობის გარეთა. შავი ბნელეთის შვილები დღეს ჩამიქრობენ მწარეთა, ტყვიას პირველს მე მივიღებ, ჩემს გვამზედ გადიარეთა.
სწორედ დავიწყო პირათა, არვის დავუთმობ, არც მივცემ, რაც რომ დამიჯდა ძვირადა, დედა შეერთოს იმ კაცსა, ვიძახი დასაყვირადა, მეოცე საუკუნეში, ვინც რომ მაიქცეს ვირათა. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















