მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 89 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ახალ ტანჯვის გზაზედ წაველ,

საჩივლელად ცაში აველ,

სიყვარულის ზღვაში შაველ,

ვიღუპები, ვეღარ გაველ.


ტალღებში ვარ, არ მყავს მშველი,

გეხვეწები მე თვალსველი,

მოწყალებას შენგან ველი,

ვიძირები, მომე ხელი.


სიყვარული გამიღრმავდა,

სულ დავკარგე, ვინც რო მყავდა,

შენთვის ენა ამიტყავდა,

მღერით ტვინი გამიქვავდა.


გაუტეხავი ქვისა ხარ,

მოუნათლავი ხისა ხარ,

ჯერ ხო თვრამეტი წლისა ხარ.

რად გამიცან, თუ სხვისა ხარ?


რად მარგუნე ბედი მწარე,

ნუ მატარებ ღობის გარე,

ღმერთს შახედე, გამახარე,

შენ წალკოტში გამატარე.


იეთიმ-გურჯსა შენა მყევხარ,

უკვდავების წყარო შენ ხარ,

განთიადის ცისკარს გევხარ,

შენ ამოსვლას გულით შევხარ. 

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იეთიმ გურჯი  • • •   იეთიმ გურჯის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ