|
ერთი მიყვარს, ისიც მყვარობს, მაგრამ ქცევამ გამაკვირვა, თითქოს მისი კუკლა ვიყო - მათამაშებს თავდაყირა.
მოწყალება გამიძვირა, რაღაც ძვირად მევაჭრება, მას ვგონივარ ყალბი ლირა.
რაში გაზდის ენის ქირა, როცა ვხედავ, მეცინება, ზოგჯერ კიდეც ამატირა.
კაკას მოგცემ, დაიპირა, იმის სროკი არ გათავდა, ხან თვეა, ხან ორი კვირა.
მე ლოდინმა ჩამაძირა, მე რაში ვარ დამნაშავე, სიყვარულმა შამიპირა.
იეთიმ-გურჯი შამიწირა, ღმერთს შახედე, შამიბრალე, მანიფესტი რა ქენ, სირა! |
| პოეზიის გვერდი • • • |
















