|
ჯერ ისევ სუფთა, შეურყვნელო სამყაროს მკვიდრო, ცას და ქვეყანას მოხასხასეს წავწყმედდით ვიდრე, გვესმოდა ენა იდუმალი ტყეთა და ქართა... მჭვირვალ ჰაერში ციმციმებდა სამეფო ცათა... ღვთის სიახლოვე უწმინდურს კვლავ შიშის ზარს ჰგვრიდა (ო, კაცის გული... არ ყოფილა არც მაშინ წმინდა!)! გხედავ, ბრძენკაცო, ზღვის ტალღების თვრები ხმაურით... მსუბუქ მოსასხამს გიფრიალებს ნელი ზღვაური (დამძიმებული გული მაინც იდუმალ ჰგოდებს.)... კრიალა ტალღებს მოაგორებს ევქსინის პონტო! |
| პოეზიის გვერდი • • • |
















