|
გამოვიარე შენს აივანთან, წვიმდა და წვიმდა თავგამეტებით და მე ვიგრძენი, თურმე უშენოდ კი არ დავდივარ, დავეხეტები. და მე ვუმადლი აბეზარ წვიმას, რომ ისევ აქეთ გამომატარა, შენს აივანქვეშ, შენი ბავშვობის წინსაფრის ჯიბეს რომ ჰგავს პატარას. ის ფანჯარა მაშინ ღია იყო, ის ფანჯარა… ეჰ, რაც იყო, იყო. |
















