|
საკუთარ ჩრდილსაც გავდევნებივარ და ხევის პირად კლდეზე დახრილი, ჩემსავე სტვენას დავდევნებივარ შორი ქედების გამოძახილით, მერე ვიღაცა გამოჯავრებით დამიბრუნებდა სტვენას გაღმიდან, მე თუ ამ ყოფით არ ვიღლებოდი, იმ მაღალ ქედებს რაღა დაღლიდა. გავიცინებდი... ყურს მივუგდებდი... შორეული მთაც სიცილს მაყრიდა. |
















