|
(შუბერტის ხსოვნას)
შემოიჭრება სარკმელში ქარი, სიხარბით ფურცლებს აუყრ-დაუყრის, ის ჩამოიხსნის დინჯად სათვალეს, და სიკვდილს თვალებს თვალში გაუყრის... არავინ არ ჩანს, - რომ ურჩ წამწამებს, წამწამზე ფრთხილად დაუფარებდეს... და ქარი ფურცლავს მის სიმფონიას - სიცოცხლესავით დაუმთავრებელს... |
















