მთარგმნელი: კონსტანტინე ჭიჭინაძე
|
წყნარი ღამეა. გამოველ გარეთ. ტრამალს მოთეთრო გზა მიუყვება. ყურს უგდებს ზესკნელს უდაბნო მხარე, ვარსკვლავი ვარსკვლავს ესაუბრება.
ზეიმობს ზეცა სხივთა მთოველი! მე კი, არ ვიცი, რად მტკივა გული? ვნანობ რაიმეს? - რასმე მოველი?
დაუნანებლად წლები გადიან, თავისუფლება, სიმშვიდე მწყურის, დავიწყება და ძილი მწადიან.
მინდა მარადჟამს ისე მეძინოს, რომ არ შემიწყდეს მე სუნთქვა თბილი, შუბლზე სიცოცხლის შუქი მეფინოს.
განუწყვეტელად გარს იფრქვეოდეს, თავს მედგას მუხა გაშლილი ჩრდილით, ნელი ნიავით სულ ირხეოდეს. |
















