|
ყვავილების ველი... კორდი... კლდე და ჭალა... რკინის მძლავრი ხელი გაუშლია ქალაქს. ელმავალი მიჰქრის და სივრცეებს რკალავს.
და ქოლგები ხეთა, უკან დარჩა ჯვარი, არმაზი და მცხეთა.
შორს შვიდფერად ელავს მდინარეზე ხიდი, როგორც ცისარტყელა.
გაფრენილი მტრედი. მზის ნამქერში ცურავს კავკასიის ქედი. |
















