|
როცა დადგება საღამო მისი თვალების ბადალი, რუსთველთან წამოეწევა ტანაყრილ ჭადარს ჭადარი,
მოკრძალებით და თავაზით, ჩუმად იკითხავს ნიავი: ვისია ქალი ლამაზი?
ლხენით ავსილი ტკბილის ხმით, - ჩემია! - წაუბუბუნებს გულმკერდგაშლილი თბილისი;
ქოჩრებს ნიავში იშლიან... ხოხობიც მოიჩრდილება მაგის თვალ-წარბის ჩრდილშია.
გულმკერდავსილი ვაზივით, რამდენი ქალი სეირნობს დედა-თბილისის გაზრდილი.
ირგვლივ სინათლეს მოსდებენ, როდესაც ჩაიქროლებენ ნიზამ განჯელის პროსპექტზე.
საზღვრისგადაღმელ მოშურნეს... - ჩვენია! - გააქვთ ბუბუნი ცამდე აზიდულ კოშკურებს.
გულს ძმობა შემომრჩენია, ჩვენია დედა-თბილისი და დედა-ბაქოც ჩვენია.
გაზრდილი ჩვენი მარჯვენით... და შეჰღიმიან ერთმანეთს შოთა და ნიზამ განჯელი. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















