|
რა სიჩუმეა, ჩიტიც არ ფრინავს, ზღვას არ აღელვებს ქარი გამჭოლი. მთვარემ ნათელის ბადე გაფინა, აალივლივა ზვირთები ბროლის!
ნაპირს ეფრქვევა ქაფი-ჩქაფანი, რა შეედრება ამ სინარნარეს, ძმებო, სამოთხე, სწორედ აქ არის!
ო, ლურჯო ზღვაო და მთვარის ეშხო, სულის და გულის სიამევ დიდო, უდიადესო, უბრწყინვალესო! |
















