|
ეჰ, რა გამოლევს მგოსნის გულში ჯადოსნურ ჰანგებს, თუ გული მისი დიადია და სხივოსანი? ჭეშმარიტ მგოსანს მღერის ჟინი მარადის ანთებს, უსაზღვრო შვებას სიმღერებში ჰპოებს მგოსანი!
უნეტარესი საუნჯეა, ჰანგთა მშობელი, მგოსანს აღელვებს ჭირვარამი საწუთროსანი, მის გულში ღვივის ბრძოლის ალი ჩაუქრობელი!
შიგ გამოსჭვივის მშობელ ქვეყნის კარგი და ავი. ერის გმირობის, თუ სიცოცხლის აღორძინების, მოჭირნახულე არის იგი და გამკითხავი.
იქ, სადაც ერის იჭედება აწმყო, მყობადი. შერცხვენილ ყოფნას იგი ბრძოლით დაღუპვას არჩევს, თუ გრძნობა ანთებს და მკერდს უცემს გული ფოლადის.
განა ყალბ გულში დაიბუდებს ზეცის განგება? რა მგოსანია, ვინც ზეციურ ცეცხლს ვერ აკვესებს მოძმეთა გულში, მზის ტრფიალით არ იდაგება?
თუ შენს სიმღერას შეეპარა სიყალბის სენი! გწამდეს, შენს სახელს დაერქმევა არარაობა, თუ არ გამღერებს სიმართლის მზე, ნათლის მომფენი! |
















