მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 57 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ამირანი ერთხელ თავის ნათლიას, ქრისტე ღმერთს ჩააცივდა: გინდა თუ არა, დამეჭიდეო. ამდენი როგორ არ იცი, ნათლიას არ უნდა დაეჭიდოო, - უთხრა ქრისტე ღმერთმა. ასეთი მკრეხელობისათვის უფალმა კავკასიონის ქედზე მიაჯაჭვა ამირანი. მას შემდეგ ლოკავს და ლოკავს ამირანის ერთგული ყურშა იმ ჯაჭვს გასაწყვეტად.

 

ქართულ ლექსის გენერალო,

ბედი ბევრჯერ აგებურდა,

რუსის ჯარის პორუჩიკი

ტყვედ ჩავარდი მაგდებურგთან.


არც ლეკებთან გაღუნულხარ,

არც შემკრთალხარ ფრიდრიხ დიდთან,

ზუბოვკაში ლექსად წერე,

რაც წისქვილმა იღირღიტა.


გუშინდელი ეს სამოთხე,

აღმოსავლეთ-დასავლეთი,

ახლა არის ჯოჯოხეთი,

არის ერთი ბაზალეთი.


მე კი რა ვქნა ლექსის კაცმა,

რით ვუშველო ამ სიმხეცეს?

ვერც ავისხი იარაღი,

ვეღარც ბერად აღვიკვეცე.


ქართველმა თქვა: ლხინში ვზივარ,

დედულეთში, წყლისპირსაო,

აფხაზის და ჩეჩნისხელას

ვახრამუნებ პილპილსაო.


ეჰ, ქართველო, უდარდელო,

მაგ ტრაბახში დრო გასულა,

ვახტანგურად სმას შეეშვი

და იომე გორგასლურად...


მწარედ როგორ არ ვიყმუვლო,

ცოდვა როგორ არ ვინანო,

ქრისტე ღმერთთან არა ერთხელ

შერცხვენილო ამირანო.


სულ იმას ვწუხ, სულ იმას ვყეფ,

ხვალ და ხვალ-ზეგ რა მოგელის?

მე ვარ შენი ყურშა ძაღლი -

შენი ჯაჭვის გამლოკველი...

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ