|
გულში მზის სხივი გაყრილი მაქვს, როგორც ხანჯალი და ჩემს ძარღვებში მოგრიალებს შმაგი არაგვი. სიყვარულისა, - სამშობლოში დაუხარჯავის, - დამგროვებია უსაშველოდ დიდი მარაგი!
რასაც სათუთად ვინახავდი მთელი ცხოვრება?! ახალგაზრდული ჩემი გრძნობის უჭკნობ სინაზეს საქართველოში დღეს გამგები ხომ ეყოლება!
ამიქარბუქეს სიჭაბუკე და დაიმდორეს და მშობლიური ენის გარდა, სხვა არაფერი, ო, არაფერი, არაფერი არ დამიტოვეს!
სადაც ყმაწვილურ შთაგონებას უნდა ეხარა. დაბერებულა ის გოგონაც ქერათმიანი, სოფლის წყაროსთან ოდესღაც რომ შემომეყარა.
უნდა მეგზურად გამყოლოდა კუბოს კარამდე: ჩემი ფარნავაზ, ჩემი შამშე, ჩემი თენგიზი ვეღარ გადმოვლენ ვერასოდეს ჩემთან ალავერდს!
ახალ სიმართლეს ქადაგებენ ქვეყნად მოგვები. სხვებმა ითავეს ჩემი საქმე და მოათავეს, და ვერც ოსტატად, ვერც შეგირდად ვერ გამოვდგები!..
ბევრი დავთვალე, კიდევ ბევრი მაქვს დასათვლელი. და სიყვარული, სამშობლოში რომ ვერ დავხარჯე, ჩემს გულში ნელა იღვენთება, როგორც სანთელი. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















