|
ჩუხჩუხით მოდის პატარა წყარო, პაწია წვირთებს მოარხევს ლაღად. ენა არა აქვს და მაინც გალობს და თითქოს უნდა აფრინდეს მაღლა.
აქ ეფრქვეოდა ღიმილი ცათა. ჩვენი მომავლის ოქროს ცარსკვლავი იქნებ ამ წყაროს სარკეში ჩანდა.
ადუღებული სიმღერის ალით. ვერ გაიგრილა ვეება შუბლი, არ დააცადეს დალევა წყალის.
გადაეღობა მტერი მის სურვილს... დავეწაფები ანკარა წყაროს, დავითის ნაცვლად მოვიკლავ წყურვილს.
მიჩუხჩუხებდა უწინაც ასე, მზე ეფრქვეოდა ქათქათა ციდან გურამიშვილის გულივით სავსე.
ძალით მოწყვიტეს მშობლიურ მიწას, უბიდან ლექსი საყვარელ მგოსანს გადმოუფრინდა და წყაროდ იქცა.
რომ მის ნაპირას მოვიდეს გმირი და იმან მაინც მუხისქვეშ დინჯად აქ გაისველოს გამშრალი პირი.
პაწია ზვირთებს მოარხევს ლაღად. ენა არა აქვს და მაინც გალობს და, თითქოს უნდა აფრინდეს მაღლა. |
















