მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 23 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მას ეპატიოს, ვით ჭაბუკ დესპანს,

შეხედვა უნდო და იჭვიანი,

როცა მოხუცმა მიმართა ლექსად

და გაუწოდა "დავითიანი".


მას ეპატიოს, თუკი მოკვდავი....

უკვდავებასთან იდგა მეფურად...

მასში იპოვა მხსნელი ვარსკვლავი

მშობლიურ მიწას მოშორებულმა.


და ჩააბარა, როგორც შვილს შვილი,

ის, რაც სიცოცხლის ნუგეშად დარჩა,

შიგ იყო კაცის დარდი, შიმშილი,

ოცნება, ფიქრი, იმედი, გარჯა...


მირიანს უბით მოჰქონდა ფრთხილად

ლტოლვილი მოძმის ხელით ნაწერი, -

სიკეთისა და სიმწარის ხილვა,

მთელი სიცოცხლის ნამოღვაწევი!


მე ახლაც ჟრჟოლა მივლის და მზარავს,

როს გავიფიქრებ: რა გვექნა მაშინ,

რომ წასწყდომოდა უეცრად ქარაფს

და ჩავარდნოდა მერანი ხრამში.


მაშინ რა გვექნა, მდინარის ტალღებს

რომ გაეტაცათ მგზავრი დაღლილი, -

ვინღა გვეტყოდა პოეტის ნაღველს,

როგორ გაგვეგო მისი ძახილი?


მაშინ რა გვექნა, დავითის ცრემლებს,

რომ სამშობლომდე ვერ მოეღწიათ,

ვერ იპოვიდნენ ნუგეშისმცემელს

ქვეყნად რამდენიც უნდა ეწვიმათ...


ყოველთვის, როცა დიდი წინაპრის

უკვდავი წიგნი მიპყრია ხელში,

მე თვალწინ მიდგას სახემბრწყინავი

და ფიქრიანი ჭაბუკი ელჩი.


მხოლოდ მადლობის სიტყვა თუ კმარა?

არა მშურს ჯილდო არავითარი

მისთვის, ვინც მამულს არ დაუკარგა

განძი მდიდარი, ნადავითარი!


ხშირად დავყურებ მე ამ საუნჯეს,

ის არის ჩემი ბრძენი მრჩეველი

და... დავიწყებას მსურს გადაურჩეს

"დავითიანის" გადამრჩენელი.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ