მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 22 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მტკვარს გვიმღვრევენ ორთაყვირით,

სიზმარშიაც სუნთქვა მეკვრის...

ზარს ვარისხებ!.. და გავყვირი:

თავს დაგვესხა თურქი, ლეკი,

ურჯულო და ძაღლთა პირი

და ორივე ძაღლის ლეკვი.


მუსულმანურ წესს გვიღერენ

და სურთ აღარ დავიგმინოთ,

მზეს გვართმევენ, თან გვიღრენენ:

- რჯული ჩვენი არ გვიგინო.

ნამუსს გვხდიან... სულს გვიმღვრევენ

და სვამენ ჩვენს სისხლს და ღვინოს.


გვაძოვებენ ცრემლს და თივას,

მიგვლალავენ როგორც ფარას

და მივჰყვებით დაშლილ ტივად,

სპარსეთისკენ ტანჯვის შაჰ - რას

- მეტად მწარედ გული მტკივა,

მაჟრჟოლებს და ტანში მზარავს!


ვიცი მათი განზრახული...

ვხედავ ბეჭზე დაგვანარცხეს,

ჭკნება მზე და გაზაფხული,

რადგან ჰერეთს, ქართლს და სამცხეს -

- კახელების აღმა ხნული,

ქართველებმა დაბლა ფარცხეს.


სატევრები იალებენ

იქ იორთან და აქ მტკვართან,

ჩეხენ ოხერ-ტიალები

ქართლის ცას და ვაზის ხარდანს.

გულში სჭირს ნაიარევი

აქ კრწანისს და იქ მარაბდას.


ავის მდომი და მოსურნე

ხარობს ქართლში, ვით ბალახი,

სპარსეთისკენ მიაქვთ ურმებს

თავები თვის ჩაბალახით,

არ ყოფილა ქვეყნად თურმე,

არც ღმერთი და არც ალახი!


წამლადაც არ მოჩანს კვამლი,

შორიდან რომ დაგვენახა,

არ აღვიძებს ზარი მამლის

ნასახლარს და ნავენახარს,

ვახმე! რწმენა ქართველ მამრის

სპარსს და თათარს გაელახა.


ერთს, ათასი გვიმზერს შურით,

აღარა გვაქვს მეტი ძალა.

და ცხენების თქარათქური -

გულზე გვეკიდება ტალად,

მაგრამ, სადღაც ქშენა ქურის,

მტერს უმზადებს შხამ-სამსალას.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ